28 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება

23/06/2019

მომავალ კვირას, 28 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის დახურვამდე კი, დაგეგმილია მთავრობის საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა. მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლის თარიღს ბიურო უახლოეს სხდომაზე დაადგენს, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეთანხმება 27 ივნისზე მიმდინარეობს.

საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები მუშაობას ივლისში, რიგგარეშე სესიის ფორმატში გააგრძელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0