28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28/06/2018

ვერძი
იყავით დაკვირვებული მგზავრობისას. განსაკუთრებით, საჭესთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. დაეხმარეთ მათ უსიამოვნებების მოგვარებაში.

კურო
დღეს ხშირად გაგახსენდებათ წარსული. ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს თქვენს ცხოვრებაში. რომანტიკულ ნიშნებს ესიამოვნებათ საყვარელი მელოდიების მოსმენა, დღიურების შევსება.

ტყუპი
გაესაუბრეთ უფროსს. შეიძლება დღეს მიიღოთ ის, რაზეც აქამდე ოცნებობდით. მოერიდეთ ემოციურობას. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

კირჩხიბი
კარგი დღეა გამოცდების გადასაბარებლად, სწავლისთვის. შეიძლება განახლდეს ძველი მიმოწერა. მოერიდეთ ფარულ მტრებს. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, საჭესთან.

ლომი
დახურული შეხვედრების, ფარული მიმოწერისა და საიდუმლო მოლაპარაკებების დღეა. შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ან გაიგოთ ვინმეს საიდუმლო.

ქალწული
ძველ პარტნიორებთან შეხვედრის, ძველი საქმეების განახლების დღეა. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, კრიტიკას საუბარში, თუ არ გსურთ, მეგობარი მტრად გადაიქციოთ.

სასწორი
დღეს გარშემო მყოფები უნდა გაამხნევოთ სიტყვით, საქციელით. რაც უფრო მიზანმიმართული და დაკვირვებული იქნებით, თუ გართობაზეც არ მოცდებით, მით მეტად შედეგს მიიღებთ მუშაობისგან.

მორიელი
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, გადაწყვეტილებების მიღებისას არ აჩქარდეთ. ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მშვილდოსანი
გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ. დღეს მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავების დახმარებას, მაგრამ არ გირჩევთ მათთან კამათს. დღეს შეიძლება გაიხსენოთ მშობლის რჩევა, ბავშვობისდროინდელი ზღაპარი.

თხის რქა
საინტერესო და მოლაპარაკე თანამგზავრებს შეხვდებით. ეცადეთ არავინ აკრიტიკოთ. ზოგიერთს თავს შეახსენებს ყოფილი მეუღლე, ან შეიძლება თავად იყოთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენის ინიციატორი.

მერწყული
შეიძლება შეცდომები აღმოაჩინოთ დოკუმენტებში, ტექსტებში. კარგი დღე ელით მხატვრებს, მხატვრული ტექსტების რედაქტორ ნიშნებს. მოერიდეთ ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღებას.

თევზები
მშვიდი და გულითადი საუბარი საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაგებაში. მშობლები დაელაპარაკეთ შვილებს, რათა აღმოფხვრათ გაუგებრობები, გაერკვეთ ურთიერთ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0