28 აპრილიდან ნ. ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება

27/04/2016

28 აპრილიდან ნ. ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, თ. აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება;
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს;
აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი;
ამჟამინდელი მდგომარეობით, ყიფშიძის ქუჩის გეომეტრიული პარამეტრები ვერ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას, რის გამოც განსაკუთრებით პიკის საათებში გადაადგილებისას, წარმოიქმნება შეფერხებები, გაზრდილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ალბათობა.
აღნიშნული ცვლილების შედეგად:
✔ შემცირდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ალბათობა
✔ გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის სიჩქარე და ქუჩის გამტარუნარიანობა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0