ვერძი
დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. კარგი დღეა მეგობრების მოსანახულებლად.
კურო
ეცადეთ, მაქსიმალურად პირნათელი იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. შემთხვევით თუ განზრახ არ შეიყვანოთ შეცდომაში.
ტყუპი
უნდა ილაპარაკოთ იმ საკითხეზე, რაც გაწუხებთ და იმ ადამიანთან, ვინც მოგისმენთ და დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
დაისვენეთ და მშვიდად გაერკვიეთ იმ სიტუაციაში, რაც მოსვენებას გიკარგავთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
დააკვირდით დეტალებს. დაუფიქრებელმა ქმედებამ შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება.
ქალწული
თუ ვერ ახერხებთ დაივიწყოთ წარსულის წყენა ან პრობლემა, ხაზი გადაუსვით მას. ცოტა ხანში ახალი ცხოვრება დაგეწყებათ ძველი უსიამოვნებებისგან უნდა გათავისუფლდეთ.
სასწორი
ფულზე ფიქრის გამო მეგობრებიც დაივიწყეთ და ოჯახისწევრებიც. ეცადეთ, დღეს გამოასწოროთ სიტუაცია და მთელი დღე მათთან ერთდ გაატარეთ.
მორიელი
თუ ახლობელმა თქვენი საიდუმლოს შესახებ გაიგო, მოემზადეთ ჭკუის დარიგებისთვის. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კრიტიკაშიც შეიძლება იყოს სიბრძნე.
მშვილდოსანი
სასიამოვნო გარემოში, სასიამოვნო ადამიანებთან გელით დღის გატარება. დაისვენეთ და პოზიტივით დაიმუხტეთ.
თხის რქა
უმჯობესია, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატების, ბედნიერების მიღწევაში და გამონახოთ გზები მათ მოსაშორებლად.
მერწყული
დღეს მაინც გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, მხიარულებისათვის. მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
თევზები
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ, დრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ პიკნიკის მოსაწყობად.