27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27/04/2019

ვერძი
აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ. შეინარჩუნეთ მშვიდი და ჰარმონიული დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

კურო
ცვლილებები გელით ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობისას. შედეგი შეიძლება მოულოდნელი იყო თქვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც.

ტყუპი
ახალი თანამოაზრეების, სპონსორის გაჩენის სურვილი გაგიჩნდებათ, რომლის დახმარებითაც ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ.

კირჩხიბი
რაც უფრო მაღალ მიზნებს დაისახავთ, მით მეტად მოგემატებათ აზარტი. კონკურენტების დამარცხების დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდებათ.

ლომი
თვალსაწიერის გაფართოების დღეა. ზოგიერთს საზღვარგარეთ გამგზავრების ემიგრირების სურვილი გაუჩნდება.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. ნუ დაარღვევთ ჰარმონიას ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში.

სასწორი
ეცადეთ, ცვლილებები და გადაადგილება იყოს პოზიტიური. უსიამოვნებები დაუყოვნებლივ მოაგვარეთ.

მორიელი
სიფრთხილე გმართებთ საქმეებიც და ურთიერთობებშიც. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მშვილდოსანი
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში, სასიყვარულო ურთიერთობაში.

თხის რქა
ჩიხიდან გამოსავალს მარტივად მოძებნით. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან, რემონტისას.

მერწყული
გარშემო მყოფებთან ურთიერთობის, მათი დახმარების იმედი გაქვთ. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ ახლობელს შეხვდება.

თევზები
აკონტროლეთ ქცევა. აზარტში შეიძლება მხოლოდ საკუთარი კი არა, ახლობლების ფულიც გაფლანგოთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0