ვერძი
დროში უამრავ ინფორმაცია გექნებათ მოსაძიებელ-გასამუშავებელ-გამოსაყენებელი. იყავით გულწრფელი ადამიანების მიმართ. აგრეთვე, ილაპარაკეთ და დაწერეთ მხოლოდ ის, რაც ზუსტად იცით.
კურო
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ეს ენერგიას შეგმატებთ. გაფრთხილდით, იმპულსებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. საყიდლებისთვის ვალებს ნუ აიღებთ.
ტყუპი
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გაფასებენ. საღამოს პასიურად დაისვენეთ.
კირჩხიბი
დღეს ადამიანებს სულ სხვა კუთხით დაინახავთ. უბრალო ადამიანშიც კი შეიძლება უნიკალური თვისებები აღმოაჩინოთ.
ლომი
ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელით, მაგრამ რთულიც. იმ პრობლემებში უნდა გაერკვიოთ, რომლებსაც ბოლო დროს თავს არიდებდით. მოსალოდნელია ბრძოლა ძლიერ კონკურენტთანაც.
ქალწული
გულითადი საუბრები ახლობელ, ერთგულ ადამიანთან შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, წაიყვანეთ საყვარელი ადამიანიც.
სასწორი
დილით შეიძლება იდეალური იდეები დაგებადოთ. გააცანით ისინი კოლეგებს. მეტად დააკვირდით ადამიანებს და მათზე წინასწარ წარმოდგენას ნუ შეიქმნით.
მორიელი
დაუფიქრებლად ნურც ნაბიჯს გადადგამთ და ნურც იტყვით რამეს. ამან შეიძლება უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. არავის ენდოთ გადაუმომწებლად.
მშვილდოსანი
არავის საქმეებში არ ჩაერიოთ. უფრო მეტიც, დააკვირით მოვლენებს, რომლებიც თქვენ გარშემო ვითარდება. მხოლოდ დააკვირდით! საღამოს ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
თხის რქა
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. თუ ხასიათის საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ, დღეს მეგობრები უფრო მეტად დაგაფასებენ. იყავით ღიმილიანი, კონკურენტებთან ურთიერთობის დროსაც კი.
მერწყული
ახლობლები კომფორტულ გარემოს შეგიქმნიან. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. დღეს რომანტიკული ელფერი უნდა ჰქონდეს.
თევზები
თქვენი დახმარების გარეშე ვერავინ შეასრულებს საქმეებს. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განხილეთ. ეცადეთ, კორექტულად გამოთქვათ თქვენი პრეტენზიები.