27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26/08/2017

ვერძი
მეტად დაისვენეთ. გამონახეთ შემოსავლის ახალი წყარო. მოერიდეთ უსიამოვნებას ხელმძღვანელობასთან, უფროს თაობასთან.

კურო
დაიცავით ზომიერება აუცილებელსა და ფუფუნებას შორის. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიონალურ განვითარებას.

ტყუპი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სიფრთხილე გმართებთ სამოსის, სამკაულებისა და პროდუქტების შეძენისას.

კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ იმიჯის შეცვლა. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. სიფრთხილე გმართებთ პარტნიორის, კონსულტანტის არჩევისას.

ლომი
მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას. ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა და დიპლომატია.

ქალწული
აკონტროლეთ ხარჯი. შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჭირვეული ბავშვების მიმართ.

სასწორი
დრო ოჯახსა და სამსახურზე უნდა გადაანაწილოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. სასიყვარულო შეხვედრისთვისაც მოიცალეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას, თუ ვალების აღება არ გსურთ. ახლობლებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია.

თხის რქა
გქონდეთ თქვენი აზრი და შეხედულება. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. მოერიდეთ ესთეტიკურ და იურიდიულ თემებზე კონსულტაციას.

მერწყული
წარმატებული დღე ელით მომსახურების, კვების სფეროში მომუშავეებს. ნუ იზარმაცებთ, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. სანამ ადამიანს მეგობრად ან პარტნიორად აირჩევდეთ, კარგად შეისწავლეთ იგი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0