ვერძი
დღეს ნუ დაუშვებთ შეცდომებს სამსახურში. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება გექნებათ. რაიმე ახლის დაწყებას წარმატება არ ექნება, დღეს ჩანიშნული შეხვედრები გადაიდება თქვენი მიზეზით. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.
კურო
დღე ბევრ სანერვიულოს და საგანგაშოს მოგიტანთ, რაც ახლობელ ადამიანს ეხება. თქვენ კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო საუბარს. საღამოს ბავშები წაახალისეთ ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით.
ტყუპი
დღევანდელი დღე განსაკუთრებით წარმატებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან შემოქმედებით. დაძაბული ოჯახური გარემო გაიძულებთ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. გულში ჩადებული წყენა კარგად გააკონტროლეთ, რათა სახლში კამათი აიცილოთ თავიდან. წარმატებული იქნება მმართველ ორგანოებთან კონტაქტი.
კირჩხიბი
დღეს ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით, ბოლომდე დაემორჩილეთ ცვალებად განწყობას. შეეცადეთ დღეს სიტუაცია შეაფასოთ ობიექტურად, გამოიჩინეთ ტაქტი და გულკეთილობა. დღეს არ ღირს სერიოზული საქმის და შეხვედრების დაგეგმვა. ფრთხილად იყავით კომპიუტერთან მუშაობისას.
ლომი
ეს დღე წარმატებული და ბედნიერია. ყველა საქმე და მოლაპარაკება საჭიროა კარგად გააანალიზოთ, განიხილოთ. მხოლოდ სიზმრები შეიძლება იყოს მეტნაკლებად საეჭვო.
ქალწული
თქვენი გამოცდილების წყალობით, დღეს შეძლებთ არსებული საშუალებების სწორად გამოყენებას. ბევრი ადამიანი ემოციური იქნება დღევანდელ დღეს. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს და საქმე დაშორებამდეც კი მივიდეს. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი თქვენი მადლიერნი იქნებიან.
სასწორი
დღეს წარმატებული იქნება შეხვედრა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან. ნუ წამოეგებით მაცდურ შეთავაზებებზე. თქვენმა კრიტიკულმა ხასიათმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს საყვარელ ადამიანთან. საქმეები კარგად წაუვათ ბანკის თანამშრომლებს.
მორიელი
ამ დღეს არ ღირს საქმიანი შეხვედრების დანიშვნა. თქვენ შეძლებთ ინტუიტიურად გაიგოთ როგორ შეათავსოთ პირადი თავმოყვარეობის საკითხები გარშემო მყოფების სურვილებთან. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ შეხვედრიხართ. შეიძლება პრემია მიიღოთ.
მშვილდოსანი
დღეს ფინანსური დანაკარგი გელით – ეს კი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. ზედმეტი ეჭვიანობა, იმპულსურობა შესაძლოა გაუმართლებელი ქცევის მიზეზი გახდეს. დღევანდელი დღე გაგაოცებთ ან იმედგაცრუებულს დაგტოვებთ. ურთიერთობები შეიძლება ჩიხში შევიდეს.
თხის რქა
დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ გადაწყვეტილების მაშინვე მიღება არ ღირს, რამდენადაც ის თქვენთვის არც ისე მომგებიანი იქნება. დღეს თავისუფლად შეგიძლიათ დააბანდოთ ან გააპროცენტოთ ფული. კრებები და საქმიანი მოლაპარაკებები დანიშნეთ დილისთვის. დღეს ბევრი ჩანიშნული საქმის შესრულებას შეძლებთ.
მერწყული
დღეს არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში. სამუშაო კოლექტივში შესაძლოა მცირედი უსიამოვნებების წარმოქმნა. კარგი მომენტია რემონტის დასაწყებად და ავეჯის შესაძენად. საღამოს კარგი იქნება სატრენაჟორო დარბაზში წასვლა.
თევზები
დღეს კომპანიის გული და სული ინქებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ ზედმეტ სიჯიუტეს და სიმკაცრეს. ბავშვებს დიდი ხნით ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან, რომ არ დაიკარგონ ან რამე არ იტკინონ. კუჭის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდირებულია მენიუდან მლაშე და ცხარე საკვების ამოღება. შესაძლოა შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.