26 მაისს ბრიუსელში „მანეკენ პისი“ ეროვნულ სამოსში შეიმოსა

27/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით, ბელგიის დედაქალაქში ბრიუსელში ქალაქის ერთი-ერთი მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე, ქ. ბრიუსელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დიასპორა.

8 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ასევე მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელიც გაიმართება ევროკავშირისა და ნატოს მისიების მხარდაჭერით. ღონისძიება ასევე გაფორმდება მუსიკალურად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0