საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მარნეულის მუნიციპალიტეტშიც გრანდიოზულად აღინიშნა.
ღონისძიება ქალაქ მარნეულში, გამგეობის წინ, ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო
ღონისძიების პირველი ნაწილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, სადაც სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა; მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომში გმირულად გარდაცვლილთა ფოტო გამოფენა; ადგილობრივი ახალგაზრდების ნახატები, წითელი ჯვრის მიერ – ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ქართული კუთხის პავილიონი. სადღესასწაულო პროგრამა, დატვირთული იყო ბავშვთა გასართობი აქტივობებით.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები – ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში, სადაც გამოვლენილი გამარჯვებულები მხარის გუბერნატორიმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილოვეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი, კონცერტს დაეთმო. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა და მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ მიულოცეს ადგილობრივებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე.
„გილოცავთ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ადღდგენის 25–ე წლის იუბილეს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერო დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
ვისურვებდი, რომ აგვხდენოდეს ოცნება და გეცხოვროთ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში და რომ თითოეული ჩვენთაგანის წვლილი ფასდაუდებელი და უანგარო ყოფილიყოს, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, განვითარებისათვის ზრუნვასა და საქმიანობაში. თქვენთან ერთად მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის და რომ არა სამშობლოსთვის თავდადებული, გმირი ადამიანები, არ იარსებებდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად, ისე როგორც დღესაა წარმოდგენილი.“– ამ სიტყვებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებლმა მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შავფაროსნები და ჯგუფი „ჩვენებურები“, რომლებაც მაყურებელს დაუვიწყარი თეატრალიზებული შოუ შესთვაზეს. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ და „ენგური“; ხალხური სიმღერის ანსამბლი „იბერია“ – კაკი ლობჟანიძისა და გიორგი ხელაძის ხელძღვანელობით; ჯგუფი „ქორალი“, ანსამბლი „სარვანი“; შაბან მამედოვი; ქეთა წიკლაური, ანარ ასკეროვი და ოთო ნემსაძე.
სიმბოლურად ამ დღეს, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლის, ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური დაფა, ყვავილების გვირგვინით შეამკო მამა ილია ჭიღლაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ასევე აღავლინა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.
ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)ი.პ კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
26 მაისი მარნეულში გრანდიოზულად აღნიშნეს
26/05/2016