26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს

26/05/2016

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.
სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, ხონის კულტურის ცენტრმა კი ქართული ცეკვების ფესტივალს უმასპინძლა.
დღესვე , ხონის საჭადრაკო კლუბში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს შორის ნარდსა და შაშში გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
,, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. მრავალს დავსწრებოდეთ ერთობით, ერთიან, თავისუფალ, სამართლიან და ძლიერ საქართველოში,, – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0