26 მაისი ეს დღე ჩვენია

20/05/2016

2016 წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”.
დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0