ვერძი კარგი
დღეა გულახდილი საუბრისთვის ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ასაკით, თანამდებობით უფროს ადამიანთან და გაიხადეთ ის მოკავშირედ.
კურო
კარგი დღეა ადვოკატის, ექიმის, ფსიქოლოგის კონსულტაციის მისაღებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს (მეზობლებსაც კი).
ტყუპი
კარგი დღეა იმ ნივთის შესაძენად, რომელზეც ოცნებობთ. იმუშავეთ, რათა შეგამჩნიონ და მატერიალურადაც მოძლიერდეთ. ნუ მოგერიდებათ, საკუთარი თავი შეგიძლიათ მეტად პრესტიჟულ თანამდებობაზე წარადგინოთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც უსიამოვნება შეგემთხვათ. მშობლებმა აკონტროლეთ შვილების სწავლა. პირად ურთიერთობაში ერთგულებასა და სიყვარულს მოიპოვებთ.
ლომი
კარგი დღეა საიდუმლო კონსულტაციებისა და თათბირის მოსაწყობად. შეიძლება გავლენიანი ადამიანის პრესტიჟულ წვეულებაზე მიგიპატიჟონ. კარგი დღეა დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში გასარკვევად.
ქალწული
გადახედეთ გეგმებს, იდეებს ზოგიერთი მათგანი ცვლილებას, გაუმჯობესებას საჭიროებს. კარგი დღეა კავშირების აღსადგენად ადამიანებთანაც და იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც ინტერესები გაკავშირებდათ.
სასწორი
მაცდურ შემოთავაზებებს დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. ჯერ კარგად გაერკვიეთ რას ითხოვენ თქვენგან და შეძლებთ თუ არა ვალდებულებებთან გამკლავებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ავტორიტეტებთან, ნათესავებთან.
მორიელი
კარგი დღეა უცხო ენის გაუმჯობესებისთვის. აგრეთვე, რელიგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებში გასარკვევად. კარგი დღე ელით სამსახურის მაძილებლებს, აგრეთვე მათ, ვინც გამოცდის ჩაბარებას, დიპლომის დაცვას აპირებს. აიმაღლეთ ერუდიცია.
მშვილდოსანი
გრძნობთ, რომ მზად ხართ მსხვილი, სერიოზული საქმეების შესასრულებლად და არ გსურთ წვრილმანებზე მოცდეთ. სასურველია, გქონდეთ ჩამოყალიბებული გეგმა და გვერდით გამოცდილი, ერთგული ადამიანები გყავდეთ.
თხის რქა
შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული ვალთან, პროფესიასთან, ქორწინებასთან… კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის. საუბრისას მოერიდეთ ემოციების გამოხატვას.
მერწყული
სამსახურში უსიამოვნო სიურპრიზმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. შეიძლება თქვენი კონკურენტი უფროსად დაგინიშნონ ან უსიამოვნო ვინმესთან მოგიწიოთ ახალ პროექტზე მუშაობა. გაიმყარეთ პოზიცია, მიიღეთ კონსულტაცია ავტორიტეტებისგან.
თევზები
პოზიტიურ განწყობაზე ხართ, გამარჯვებისა და წარმატებისთვის მზად. შეიძლება მოშურნეები გამოგიჩნდნენ. ან უსიამოვნო საუბარი შედგეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობელთან, პროფესიულ მრჩეველთან.