25 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის, ტანძიის სახლ-მუზეუმი „საბაობა 2017“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით „საბაობა 2017“ გრანდიოზული დღესასწაული იქნება, უფრო მეტად სახალხო, წარმოდგენილი იქნება საბას ეპოქის ქართულ-ევროპული სამოსი, მოეწყობა კოსტუმირებული ჩვენება მსახიობების მიერ, რომლებიც ანიმატორ-ექსპონანტებიც იქნებიან. იქნება წარმოდგენილი ქართული გენის დამახასიათებელი კომპონენტები, როგორებიცაა – მუსიკა, ცეკვა, შავფაროსნები, სამოსი, ქართული ორთაბრძოლა, რეწვა და მხატვრობა.
ღონისძიება დაიწყება დილას 11 საათიდან და გაგრძელდება 16 საათამდე. აღსანიშნავია, რომ „საბაობა 2017“ სტარტია იმისთვის, რომ მომავალში გადაიქცეს ფოლკლორულ ფესტივალად და ქვეყნის მასშტაბით გაიშალოს.