სახალხო დღესასწაული „სულიკო 2016“ – ისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალს ცხრაწყაროს ღია თეატრონი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს 14 : 00 სთ უმასპინძლებს. 25 სექტემბერს კი ქალაქში „ზესტაფონლობისა“ და „ღვინის ფესტივალი“ – ს გამართვა იგეგმება. ღვინის ფესტივალი უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 : 00 სთ – დან დაიწყება. 18 : 00 სთ – დან კი სცენა ქართული ესტრადის პოპულარულ მომღერლებს დაეთმობა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. მუნიციპალიტეტისთვის კულტურულ მემკვიდრეობათა შორის გამორჩეულია სახალხო დღესასწაული „სულიკო“ . ქართული სიმღერების ფესტივალს 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველის წლის შემოდგომაზე სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონი ფესტივალის ფარგლებში კრებს მუსიკალურ კოლექტივებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხალხური სიმღერების ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია მუნიციპალიტეტისთვის. მისი აღნიშვნა ტრადიციულად შემოდგომაზე ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში ცხრაწყაროში ხდება. „ვარინკობის“ დღესასწაულის აღნიშვნა „სულიკოს“ ავტორის ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.
24 – 25 სექტემბერს ზესტაფონი მასობრივი სახალხო დღესასწაულების მასპინძელი იქნება
10/09/2016