საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, ჩვენი დროის გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ. ამ ეტაპზე, კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.
24 წლის შემდეგ, ჩვენი დროის გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ
11/10/2017