24 ივლისს ელექტროენერგია ზესტაფონელ მომხმარებლებს შეზღუდვით მიეწოდებათ

21/07/2017

24 ივლისს 10 : 30 – დან 18 : 00 საათამდე ენერგო – პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება წერეთლის, აღმაშენებლის, რობაქიძის ქუჩებს. დენის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ შემდეგ სოფლებს: სასახლე; შიმშილაქედი; საზანო; 10 : 00 და 16 : 00 საათზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაეთიშება დაახლოებით 2700 აბონენტს შროშაში, დილიკაურში, ბოსლევში და მის მიმდებარე სოფელბში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ენერგომომარაგება შვეულ რეჟიმში აღუდგებათ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0