ვერძი
იყავით პრაქტიკული და დაკვირვებული. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას. მოთმინებით აღიჭურვეთ და შეასრულეთ ვალდებულებები.
კურო
იყავით ფიზიკურად აქტიური. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.
ტყუპი
აქტიურ და ცნობისმოყვარე ნიშნებსაც კი მართებთ განმარტოება და დაფიქრება. კარგი დღეა ვალდებულებების შესასრულებლად, ვალების გადასახდელად.
კირჩხიბი
მეგობრობა და თანამშრომლობა სიტყვით კი არა საქმით უნდა შესრულდეს. ნუ აჩქარდებით და უარი არ უთხრათ ახლობლებს დახმარებაზე.
ლომი
სიამაყის გამო საქმეში წაშველებაზე თხოვნა ნუ მოგერიდებათ. მიიღეთ მატერიალური დახმარებაც. სიტყვებსა და დაპირებებს ფაქტები ამჯობინით.
ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პატრნიორებთან. მიიღეთ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრში. ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ და ფინანსურ საქმეებს.
სასწორი
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. ყურადღება გმართებთ ვალდებულებებისა და მემკვიდრეობისადმი.
მორიელი
გადახედეთ ურთიერთობებს, სწორად გყავთ შერჩეული საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები? დაეხმარეთ გარშემო მყოფებს სიტყვით, ფულით.
მშვილდოსანი
კარგი დღეა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დასაშვებია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
თხის რქა
არ იზარმაცოთ, იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. ნუ მოკიდებთ იმ საქმეს ხელს, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასა და წარმატებას არ მოგიტანთ.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას. ყველას ნუ გაუმხელთ თქვენს იდეებს. შეიძლება ინტერესი გაგიჩნდეთ კულინარიისა და ტექნიკისადმი.
თევზები
ენერგიულად შეუდექით იმ საქმეების შესრულებას, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ.