23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება

11/01/2019

კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვარამდე იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0