23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23/10/2019

ვერძი
საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.

კურო
მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შეადგინეთ დღის განრიგი, იყავით დიპლომატიური და მეტად გააქტიურდით.

ტყუპი
შეიძლება ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ვერ ბედავს თქვენთან მოახლოებას. ამიტომ, თავად უნდა გადადგათ ნაბიჯი. იყავით მეტად მიზანმიმართული, როცა საქმე საქმეების მოგვარებას ეხება.

კირჩხიბი
ურთიერთობის, კონტაქტების დღეა. შეიძლება ძველ მეგობრებს, კოლეგებს შეხვდეთ და ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ახალი პროექტები დაგეგმოთ. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად.

ლომი
შეიძლება გარშემო სიტუაცია იდეალური არაა, მაგრამ გეგმის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. საღამოს დაუგეგმავი საყიდლები გელით.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელით.

სასწორი
ცვლილებების დღეა – სამსახურში, სასწავლებელში, სახლში, პირად ურთიერთობაში. შეიძლება “მამებისა და შვილების” კონფლიქტის მოგვარებამ მოგიწიოთ.

მორიელი
გეგმები შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეგეცვალოთ. გლობალური საკითხების მოგვარებისას ნურც დეტალებს დაივიწყებთ. ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ. ამიტომ ამის გამო თავს ნუ დაიტუქსავთ.

მშვილდოსანი
დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ შესასრულებელი. აკონტროლეთ სიტუაცია და გარშემო მყოფები. უმჯობესია, გონიერ ადამიანებთან ერთად გაწევრდეთ და ერთად იმუშაოთ.

თხის რქა
ახალი პროექტები ქაოსს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ მოვლენებს.

მერწყული
თქვენი საქმე საუკეთესოდ უნდა შეასრულოთ და არავის აინტერესებს, რამდენი ღამე გაათენეთ თეთრად. გაეჯიბრეთ მხოლოდ ღირსეულებს.

თევზები
გარშემო მყოფები თქვენით დაინტერესდებიან. საქმეები, რომელსაც დღეს დაგავალებენ, ჯერ კარგად გაიაზრეთ და მერე გააკეთეთ. იგივე ეხება თქმასა: ჯერ დაფიქრდით და მერე გაეცით გონივრული პასუხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0