ვერძი
დღევანდელი მოვლენა უნდა მიიღოთ მთელი სერიოზულობით, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება თქვენში შეუკავებელი სიცილი გამოიწვიოს.
კურო
ინტიმურ ურთიერთობაში ჰარმონია და რომანტიკულობაა მოსალოდნელი. საღამოს წვეულებაზე მოხვდებით. ყურადღების ცენტრში იქნებით, შეიძენთ მეგობარს.
ტყუპი
ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა. ცხოვრებას დადებითად უყურეთ და საკუთარი სურვილების გზით იარეთ. რისკს ნუ მოერიდებით.
კირჩხიბი
საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, შუადღეს დანაკარგები მოსდევს.
ლომი
არსებობს შანსი ემოციური სტრესის მიღების და თუ თქვენ მოგიწევთ სახელმწიფო ინსტანციებში მიმართვა, იყავით თავშეკავებულნი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. დღეს აუცილებელია აღიჭურვოთ მოთმინებით და თავშეკავებულობით, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს ახლობლებთან და თქვენდამი დაქვემდებარებულ პირებთან.
ქალწული
პრობლემების გადაჭრისას ინტუიციას ენდეთ. კარიერაში წინსვლის საშუალება მოგეცემათ. ხელმძღვანელები თქვენს ახალ იდეებს დააფასებენ. დღეს საინტერესო ნაცნობობაც გელით.
სასწორი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან შენაძენს გააკეთებთ. საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.
მორიელი
დრო დასვენებასა და გართობას დაუთმეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვები, დღეს მათთან, საერთო ენას გამონახავთ და ამით თავს ბედნიერად იგრძნობთ. მოსალოდნელია აუაზრო კონფლიქტი მეგობართან, ეცადეთ თავი აარიდოთ ამას და ბუნებაში გახვიდეთ.
მშვილდოსანი
ახალ საქმეს ენერგიულად მოჰკიდეთ ხელი. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ საქმიან პარტნიორებთან სასურველი გარიგებები დადოთ. საყვარელ ადამიანს დიდი დრო დაუთმეთ, გაუკეთეთ საჩუქარი, ამ ჟესტით მას ძალიან გაახარებთ.
თხის რქა
დღეს შესაძლოა რაიმეს მიმართ პესიმისტური გრძნობა გაგიჩნდეთ, ნუ აჰყვებით მას და ამის გამო ნურაფერს შეცვლით თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია ამ ცვლილებებმა წარმატებების გზას აგაცდინოთ.
მერწყული
სამსახურში დატვირთული დღე გელით. მოგიწევთ ბევრი პრობლემური საკითხის გადაწყვეტა და თქვენ უფროსობისგან მადლობას მიიღებთ. საღამოს დიდი სტუმრიანობა გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.
თევზები
დღეს შესაძლოა ილუზიების ტყვეობაში მოხვდეთ. ნუ აჰყვებით ოცნებას. ერიდეთ სიზარმაცეს და ნუ გააკრიტიკებთ ნურავის.