23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23/01/2019

ვერძი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მშვიდად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი.

კურო
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. სხვა დღისთვის გადადეთ სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ ცეცხლს ნავთი არ დაასხათ.

ტყუპი
დილიდან აზარტული იქნებით და მოგეჩვენათ, თითქოს მთების გადადგმას შეძლებთ. თუ მკაცრი გრაფიკით შეზღუდული არ ხართ, შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
საოჯახო ბიზნესი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დღის მეორე ნახევარი დაგროვილი პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დღეს მოსაწყენად ვერ მოიცლით. ზოგიერთს მივლინება და საქმიანი დისკუსიები ელით. კონსულტაციები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ტრანსპორტის მოწესრიგებას.

ქალწული
საჭირო ადამიანებს გაიცნობთ და შემოსავლის გაზრდის საშუალებაც მოგეცემათ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დღის პირველ ნახევარში გმართებთ. საღამოს შესრულებულ საქმეებს გადახედეთ და კმაყოფილი დარჩებით.

სასწორი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. იყავით მეტად კომუნიკაბელური და ოპერატიული. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას. დილას დანიშნეთ ბრიფინგი, კოლეგებთან თათბირი. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, აუსრულეთ ახლობლებს დანაპირები.

მშვილდოსანი
ყველა საქმე, შეხვედრა და ვალდებულება დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. თქვენი ბედი შეიძლება ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ ავანტიურას, თავგადასავალს.

თხის რქა
პარტნიორებთან და კლიენტებთან დიპლომატიურად მოაგვარეთ დაპირისპირება. ყურადღებით განიხილეთ ფინანსური საკითხები, დოკუმენტები, ხელმოწერამდე.

მერწყული
დილას კარგად გაართმევთ თავს დაკისრებულ ვალდებულებებს. კარგი პერიოდია კონსულტაციებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის; ინფორმაციის მიღებისა და ტექსტებთან მუშაობისთვის. სასიამოვნო სიახლე გელით სწავლასთან, მოგზაურობასთან, სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

თევზები
დაიცავით წესები და კანონი. სადმე გამგზავრებამდე, განსაკუთრებით შორ მანძილზე, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი. რთულ სიტუაციაში სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0