წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ქ. ამბროლაურში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ქრისტინა კობახიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და განხორციელდა დაზიანებული წიწვოვანი ნარგავების გამაგრებითი სამუშაოები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით დასუფთავდა “კრიხულას სანაპირო”. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ჩვენს ლამაზ კუთხეს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა
22/03/2023