22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22/05/2018

ვერძი
ენერგიული და აქტიური ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოსალოდნელია მივლინება, მგზავრობა. მეტი დიპლომატია გმართებთ საქმიან პარტნიორებთან.

კურო
სამსახურის საქმეების გარდა დაუთმეთ ყურადღება ჯანმრთელობას, გარეგნობას. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს და ეცადეთ, საკუთარ თავზე ეკონომია არ გააკეთოთ.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოიმატებს ენერგიულობა და ყველა ვალდებულებას იდეალურად გაუმკლავდებით. მარტივად მოაგვარებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა მოკლე მიმოსვლებისთვის. საღამოს მეგობრებთან გულითადი საუბარი გელით.

ლომი
ახალი საქმეების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ უარი არ თქვათ. თუ გრანდიოზული გეგმები გაქვთ მოსაგვარებელი ნუ იზარმაცებთ.

ქალწული
კარიერის პარალელურად, იმიჯზე იფიქრეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. გარშემო მყოფების მიმართ იყავით ზრდილობიანი და ღიმილიანი.

სასწორი
კარგი დღეა შვებულების დასაგეგმავად. წარმატება ელით ინტელექტუალური საქმით დაკავებულებს. მოსალოდნელია მიმოწერა უცხოელ პარტნიორებთან.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, იურიდიული საკითხების მოგვარებას. შეხვდით გავლენიან ადამიანებს და გააცანით თქვენი იდეები. მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ საზაფხულო გეგმები.

მშვილდოსანი
კარგი დღეა საზოგადოებრივი და ინტელექტუალური ცხოვრებისთვის. ადვილად შეძლებთ ახალი ტექნიკის სწავლას. საუბრისას იყავით სამართლიანი და დაიცავით პარტნიორის ინტერესები.

თხის რქა
ურთიერთობაში იყავით მეტად დემოკრატიული. ნუ ეცდებით ყველა საქმის მარტო გაკეთებას. დაიხმარეთ გამოცდილი და ერთგული ადამიანები. ნუ დამალავთ ინტელექტუალურ ნიჭს.

მერწყული
თავგადასავლის, სიყვარულისა და რომანტიკისკენ მიგიწევთ გული. თუმცა, ნურც ვალდებულებებს დაივიწყებთ. იყავით მეტად ორიენტირებული კარიერულ მიღწევებზე. კარგი დღეა სწავლისა და იდეების განხორციელებისთვის.

თევზები
დილიდან ოპტიმისტურად განწეყვეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებებს. მოსალოდნელია მგზავრობა, ახალი პროგრამის ათვისება. ცვლილებები მეტ დაკვირვებას მოითხოვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0