21 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

21/09/2019

ვერძი
ცოტა ხნით გვერდზე უნდა დადგეთ და თავის გამოვლენის საშუალება სხვას მისცეთ. თუმცა, გარშემო მყოფებზე მზრუნველობას ნუ დაივიწყებთ.

კურო
სამსახურში უსიამოვნებებს თავს ვერ დააღწევთ, თუ ლიდერის პოზიციას არ დაიკავებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა და საუკეთესო თვისებები.

ტყუპი
იმდენად დაბნეული ხართ, რომ შეიძლება ახალგაცნობილებმა იფიქრონ, რომ არ ხართ საქმის გამკეთებელი, პროფესიონალი.

კირჩხიბი
ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და სენტიმენტალურობის მოზღვავება გელით. დაფიქრდით, იქნებ რომელიმეს თქვენი დახმარება შეუძლია.

ლომი
გააუმჯობესეთ კავშირი ძველ და ახალ საქმიან პარტნიორებთან. მხოლოდ იმ ახლობელს გაუმხილეთ თქვენი განცდები, ვინც დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

ქალწული
ახალგაცნობილებთან დამეგობრება კარგია, მაგრამ ნურც ძველ მეგობრებს დაივიწყებთ. საღამო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ.

სასწორი
დღეს პაუზა უნდა გააკეთოთ საქმეებში, ურთიერთობებში და დაფიქრდეთ. როგორ ვითარდებით თავად, რისკენ
მიდიხართ, არის კი ეს გზა გამარჯვებისკენ?

მორიელი
საინტერესო ადამიანებთან საუბარი და მიმდინარე საკითხების განხილვა გელით. კარგი დღეა ბინაში დეკორის შესაცვლელად. გადახედეთ დიზიანის ჟურნალებს. შეიძლება საინტერესო იდეებს წააწყდეთ.

მშვილდოსანი
დღეს საქმეები ახლობლებს, კოლეგებს გადააბარეთ და თავად დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ. ზოგიერთი ქალაქგარეთ გამგზავრებას, ზოგი საოჯახო საქმეების შესრულებას გადაწყვეტს.

თხის რქა
ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფების აზრს. იყავით მეტად დელიკატური ურთიერთობისას. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ ან კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

მერწყული
საინტერესო მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს და ახლობლებს გაუზიარებს.

თევზები
დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც თავად მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0