21 ოქტომბერს ალოტი-თიანეთის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15/10/2018

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ50-კმ60 (ალოტი-თიანეთი) მონაკვეთზე, „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“-ს ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 2018 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მიხედვით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 და კავკასიის თასის მე-4 ეტაპები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 21 ოქტომბერს, 10:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება, რბოლებს შორის მოქალაქეების გადასაადგილებლად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0