თელავის ტექნოპარკში, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ კახეთის რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მოწვეულ აუდიტორიას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა. უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა ქართული ჟურნალისტიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას. ️ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კახეთის რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურისა და რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა.
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
21/03/2023