21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი წლის მთავარი გზავნილია „ჩემი მეგობარი-ჩემი გარემოცვა“. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება დღევანდელ დღეს.
მესტიის მუნიციპალიტეტში N2 საბავშვო ბაგა-ბაღის პირველ სართულზე უკვე ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს, საკვირაო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. სკოლაში ძირითადად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვები სწავლობენ. დღევანდელი დღის აღსანიშნავად მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა შემეცნებით-გასართობი, ხმოვანი წიგნები და საბავშვო საკითხავი ზღაპრები გადასცეს საჩუქრად. გამგებლის ინიციატივით სკოლას ასევე გადაეცა სპეციალურად საბავშვო ბაღების სტანდარტების გათვალისწინებით დამზადებული საბავშვო ხის მაგიდა და სკამები.
საკვირაო სკოლის დამფუძნებელი არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლილეო“, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომით. სკოლის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და პედაგოგების გადამზადება უზრუნველყო საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ამერიკელი მეგობრები“.
21 მარტი – მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს
21/03/2016