21 მარტისთვის საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს იმ ცვლილებებს, რომელშიც ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

27/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში 21 მარტისთვის დასრულდება.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სწორედ ამას ეთმობა ის პროცესი, რომელიც ამჟამად წარიმართება. 21 მარტისთვის საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმისათვის, რომ საბოლოოდ უყაროს კენჭი იმ ცვლილებებს, რომელშიც არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საქმე ეხება ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და სხვა ცვლილებებს, რომლებიც არის შეტანილი კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის პოზიციებიდან გამომდინარე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0