„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკროპარამეტრი ნორმაშია და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. როგორც თანამომხსენებელმა აღნიშნა, პარლამენტის 23 რეკომენდაციიდან საქართველოს მთავრობამ უმრავლესობა გაითვალისწინა. „დარჩენილია მცირე ნაწილი და გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება.“-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმოდგენილი გადამუშავებული ვერსია, პირვანდელთან შედარებით 700 მილიონით არის გაზრდილი და ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ასევე, სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია და ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს
15/11/2023