საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის ახლად რეაბილიტირებულ სახლმუზეუმში, 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარჩინებულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა.
2020 – 2021 სასწავლო წლის, 37 წარჩინებულ კურსდამთავრებულს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, პროგრამით გათვალისწინებული თანხა და საჩუქარი უკვე გადაეცა, მედლების საზეიმო ფორმატში გადაცემა პანდემიის გამო დროებით შეფერხდა. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა შემოქმედებითმა გუნდმა “პატარა გარეჯელები” გააფორმა.
2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
23/02/2023