2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

31/01/2019

2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის. განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0