კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვის მიზნით, შემაჯამებელი დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ძირითადად, ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევას.
დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა GIZ-ის ექსპერტების დახმარებით მომზადებული, კახეთის რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა.
სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, მედიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ.
2019-2021 წწ.სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

06/12/2018