2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა

15/01/2019

2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა, რაც 6,549 ტონით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. ციტრუსის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (19,267 ტ), უკრაინა (6,280 ტ), სომხეთი (2,690 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ)
სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 11,855 ტონა, რაც 3,596 ტონით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. აჭარაში ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი და „ნარინჯისფერ რთველთან“ დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1501.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0