“2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქ გახსნან თავიანთი საოჯახო სასტუმროები და განავითარონ კერძო ბიზნესი. ასევე, დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენგეგმა. გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრატსრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“-აღნიშნა ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე
2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება
30/01/2019