ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის III საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ბარბარე ჭყოიძე 2018-2019 წლის ხაშურის „ეტალონ მოსწავლე“ გახდა. ინტელექტუალური კონკურს „ეტალონის“ ფინალი ხაშურის #1 საჯარო სკოლაში, დღეს, 31 იანვარს გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების 82 საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.
ბარბარე 86 ქულით გახდა პირველი ადგილის მფლობელი.
გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება მიულოცეს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძემ, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე ფრუიძემ, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ, პედაგოგებმა და გულშემატკივრებმა.
„ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხაშურში გამორჩეული მოსწავლეები არიან. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურს, ადგილობრივ რესურსცენტრს, I საჯარო სკოლას და საპარლამენტო ბიუროს მხარდაჭერისთვის.
2018-19 წლის „ეტალონის“ ფინალში მეორე და მესამე ადგილებზე დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ლუკა შუბითიძე და ანა ხეთაგური გავიდნენ.
2017-18 წლის „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლე ალექსი ქურდაძეს კი საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა სამახსოვრო ფოტო გადასცა.
2018-2019 წლების ხაშურის „ეტალონ“ მოსწავლე გამოვლენილია
31/01/2019