2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ცვლილებები ელით

06/11/2017

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ცვლილებები ელით. ცვლილება ეხება ზოგადი უნარების ვერბალურ და ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილს. ტესტში გაიზრდება მარტივი დავალებების რაოდენობა.

„ცვლილება ეხება ორ ძირითად გამოცდას. ეს გახლავთ ზოგადი უნარების გამოცდა და გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ანალოგიების ბლოგი ცალკე ბლოგად არ იქნება და გაერთიანებული იქნება წაკითხულის გააზრების ბლოგთან. ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქაც მცირედი სიახლეა შემოგვაქვს. არგუმენტირებული ესეს ხვედრითი წილი იზრდება და ნაცვლად მაქსიმალური 20 ქულისა ესე შეფასდება 24 ქულად,“-განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0