15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის მე-60, საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის წარმომადგენლებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა. ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს კომპიუტერი გადაეცემა, სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ექნება ყველა მოსწავლეს.
2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო
15/09/2016