სოფლის საერთო კრებაზე ადგილობრივებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.
თხინვალის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პრიორიტეტული საბავშვო ბაღის რემონტი, რთულ საგზაო მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, გარე განათების მონტაჟი და სხვა ლოკალური პროექტებია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ თხინვალის მოსახლეობას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნო.
საერთო კრებებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი – ლელა ნაცვალაძე ესწრება.
2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ თხინვალზე 19 557 ლარი გამოიყო
05/03/2016