2016 წელს ზესტაფონში 15 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

27/07/2016

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 15 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია სოფელ კლდეეთში, წიფლავაკესა და არგვეთაში. დასრულების პროცესშია გაჩეჩილაძის, კვანტრიშვილის, გურამიშვილის, სოფელ ილემის, ბოსლევის, ზორვეთის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორისაა გ. ნიკოლაძის ქუჩა, სადაც გზის რეაბილიტაცია 1400 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 274432 ლარს შეადგენს. საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოებს გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა კაკოიშვილი ადგილზე გაეცნო. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. გარდა აღნიშნულისა მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე სოფელ ფუთისა და ბარნოვის საავტომობილო გზის აღდგენაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0