2016 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

14/07/2016

ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მუნიციპალიტეტმა რამდენიმე მისამართზე დაასრულა. სტადიონების აგება – რეაბილიტაციზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საფეხბურთო მოედნების აგება კვალითის დასახლებაში, სოფელ დილიკაურში და სოფელ შროშაში განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის, რუსთაველის და დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონებს. ყველა არსებულ ობიექტზე მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის საფარით, სადაც დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი. ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით. განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურაც. ადგილობრივი თვითმმართველობა „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში სპორტული მოედნების აღდგენა – რეაბილიტაციას ინტენსიურად ახორციელებს. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0