2015 წელს ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა, ყალბი დოლარების კი, 13.2%-ით გაიზარდა

04/05/2016

2015 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა, ყალბი დოლარების კი 13.2%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნავს.
“2015 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 17.6%-ით, ყალბი აშშ დოლარების რაოდენობა გაიზარდა 13.2%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა – 31.6%-ით გაიზარდა. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 1.5-ჯერ”, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობას, სებ-ის ანგარიშის თანახმად, ის წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.7-ჯერ, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა 4.5-ჯერ შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 2015 წლის ანგარიში ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0