20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20/10/2019

ვერძი
შეიძლება უცხო ქვეყნის კულტურამ და ტრადიციებმა დაგაინტერესონ ეს შეიძლება რომანტიკული გრძნობებითაც იყოს გამოწვეული.

კურო
ახალი მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცევით და შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები. იყავით მზად სიახლეებისთვის.

ტყუპი
ნაკლები სიტყვა და მეტი ქმედება – აი, რა მოგეთხოვებათ დღეს. ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ეს დაგეხმარებათ ნეგატივის დაძლევაში. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი
სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ და მატერიალურ პრობლემასაც გადაჭრით. საღამო მსჯელობას, აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ.

ქალწული
ხანდახან სხვის აზრსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. კარგი დღეა ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის. ახლობლები ქათინაურებით გაანებივრეთ.

სასწორი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები მიღება და ვიღაცასთან ან რაღაცასთან დამშვიდობება მოგიწევთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთნ. განსაკუთრებით, ხანდაზმულებთან. კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის.

მშვილდოსანი
მხოლოდ ღირსეულებს გაეჯიბრეთ და მხოლოდ კეთილი საქმეების შესრულებაში. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა
მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ ოჯახს. დღევანდელი დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთ ერთად გაატარეთ. ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, პიკნიკი მოაწყვეთ.

მერწყული
თქვენი ნიჭისა და კეთილი საქმეების შესახებ ყველას უნდა ამცნოთ. გამოიყენეთ სოციალური ქსელები. და ისიც გაამხილეთ, საიდან იღებთ ენერგიას.

თევზები
მეტად გაერკვიეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0