20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20/05/2019

ვერძი
არაფერი გრანდიოზული დღეს არ დაგეგმოთ. ზოგიერთი საკუთარ თავს ახალ როლში – ბლოგერი, ჟურნალისტი – მოსინჯავს. შეიძლება თქვენზე უფროს ადამიანს დაუმეგობრდეთ.

კურო
პატარა საქმეებს სწრაფად მოაგვარებთ, გრძელვადიანები კი დიდ დროსაც საჭიროებს. ნუ დანაღვლიანდებით, თუ ვიღაც ცივად, სარკასტულად დაგელაპარაკებათ. დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ერთგულ პარტნიორს მიმართეთ.

ტყუპი
კარგი დღე გელით. მიმზიდველი და სასიამოვნო მოსაუბრე ხართ გარშემო მყოფებისთვის. თუმცა, ნუ ელით, რომ ყველა შეასრულებს თქვენს მითითებებს. ეცადეთ, გაურკვევლობა არ იყოს ექიმთან, უფროსთან, უფროს კოლეგებთან.

კირჩხიბი
ვალდებულებების გამო კომფორტზე უარის თქმა მოგიწევთ. შეიძლება მარტოს მოგიწიოთ მუშაობა ან შეზღუდული ფინანსებით. შეიძლება, ზოგიერთმა ნათესავმა, მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას.

ლომი
იყავით დაკვირვებული და ერთი საქმე სხვადასხვა რაკურსში განიხილეთ. აგრეთვე, – ფრთხილი ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისას, ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებისას.

ქალწული
თუ დადებითი და უარყოფითი ემოციების დაბალანსებას შეძლებთ, სამუშაო კარგ შედეგს მოგიტანთ. ისე დაგეგმეთ განრიგი, რომ არსად დააგვიანოთ, გაითვალისწინეთ სხვა შეფერხებებიც.

სასწორი
კარგი დღე ელით სწავლის გაგრძელების, ინსტიტუტში აღდგენის მსურველებს. ზოგიერთს მივლინება და მოლაპარაკებები ელის. საკუთარზე წინ დააყენეთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნები და სურვილები.

მორიელი
რაც უფრო მეტ ვალდებულებას აიღებთ საკუთარ თავზე (სამსახურებრივსა და საოჯახოს), მით მეტად გაგიფუჭდებათ განწყობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მომავლისთვის გადადეთ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
კომუნიკაბელური და მომხიბვლელი ხართ. არ გაგიჭირდებათ პარტნიორების დაყოლიება. თუ სიყვარული გწადიათ, იაქტიურეთ. ზოგიერთს ელის შეფერხება მგზავრობისას, მუშაობისას. დღეს ნუ გააგზავნით წერილებს ოფიციალურ ინსტანციებში.

თხის რქა
მოერიდეთ მნიშვნელოვანი და ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. შეიძლება გაჭირვებაში მოხვედრილს ძველმა მეგობრებმაც კი არ გამოგიწოდონ დახმარების ხელი. კარგი დღეა წიგნებისა და იმ წვრილმანების საყიდლად, რომლებიც ყოველდღიურობას გაგილამაზებთ.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ, როგორც შეხედავთ მოვლენებს, ისეც იმოქმედებთ. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. არ უარყოთ ახალი მეგობრები და მიღებული გამოცდილება.

თევზები
განხილვების, მაგალითების დღეა. მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, ვისათანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0