20 ნოემბრიდან-20 დეკემბრამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-17 კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

20/11/2017

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 17-ე კმ-ზე არსებულ საყრდენ კედელზე ჩამოიშალა მოსაპირკეთებელი ფილები 500 მ2-ზე. აღნიშნული ფილების აღდგენის გამო, საჭიროა მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 17-ე კმ-ზე სავალი ნაწილის ერთი ზოლის დაკეტვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0