20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20/03/2020

ვერძი
გექნებათ პირობები მატერიალური ბაზის შექმნის და გამყარებისთვის, თუმცა ამ მიმართულებით მოგიწევთ ფუნდამენტის ჩაყრა, ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით გამოიჩინეთ გარკვეული თავშეკავებულობა.

კურო
არც ზედმეტი სიხარბე და არც მფლანგველობა სიკეთეს არ მოგიტანთ. ეს სიმართლე განსაკუთრებით მაისის შუა რიცხვებში დაბადებულებმა უნდა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოგებას თან არსებითი დანაკარგებიც მოყვება, რაც მეტად სამწუხაროა.

ტყუპი
დღის განმავლობაში რეკომენდებულია გრანდიოზული ფინანსური ინიციატივებისგან თავშეკავება. შესაძლოა გახდეთ ტყუილის, სხვების ილუზიების ან საკუთარი იდეალიზმის მსხვერპლი. დღე საერთოდ შეუფერებელია ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის. შეგიძლიათ დაისვენოთ ან განმარტოვდეთ.

კირჩხიბი
დაისვენეთ მუშაობისგან, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ. განიტვირთეთ ან გაემგზავრეთ ხმაურიან ღონისძიებაზე, ეწვიეთ მეგობრებს. გაგიჭირდებათ დროულად შეჩერება და გაწეული საქმის შეწყვეტა, ახალი მაცდუნებელი შემოთავაზების გათვალისწინებით. უკანასკნელი დღეების მოვლენებისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ კარგი ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა ან სანდო მეგობართან საუბარი.

ლომი
დღის განმავლობაში უფროსობა მრისხანებას შეცვლის მოწყალებად, რითაც შეეცდება დაგარწმუნოთ რაღაც არარეალურ, აუხდენელში, რომელზეც თავადაც ცუდი წარმოდგენა გააჩნია. დღეს არასამუშაო განწყობა გექნებათ. კორპორატიული წვეულება უფრო შესაფერისია, ვიდრე საწარმოო თათბირი.

ქალწული
დღისით შეგიძლიათ იოცნებოთ, იფილოსოფოთ ან სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. შესაფერისი დროა კოლეგებთან ერთად წარმატების აღნიშვნისთვის ან მათთან შერიგებისთვის. დღის ბოლოს მოგიწევთ დაფიქრება გეგმებზე, მათი განხილვა სხვა ადამიანებთან. ახალი ინფორმაციის მოძიება.

სასწორი
დღეს თანამშრომლების დისციპლინა მეტად მოისუსტებს და თავადაც მოადუნებთ ყურადღებას. შედეგად მოსალოდნელია ამაო ოცნებების აყოლა, შეცდომაში შესვლა ან არაპატიოსანი საქციელი ფულად და საქმიან სფეროში. ნაკლებად შესაფერისი დროა ახალი ინიციატივებისთვის, თუმცა სრულ უსაქმურობასაც ნუ მიეცემით.

მორიელი
შესაფერისი მომენტია საქმიანი ურთიერთობის შერბილებისთვის პარტნიორებთან. გამოიყენეთ სიტუაცია და მიუტევეთ ერთმანეთს მკვეთრი სიტყვები და საქციელი. კონკურენტებთან მოძებნით საერთო ენას ჭიქა ყავაზე ან კათხა ლუდზე. საღამოს ახალ ინფორმაციას მიიღებთ.

მშვილდოსანი
თქვენი ურთიერთობა მოწინააღმდეგესთან და კონკურენტებთან გამარტივდება. თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა საკუთარი ნებით დატოვებს სცენას, შეწყვეტს თქვენ სწავლებას ან თვალში აღარ შეგეჩხირებათ. თუმცა შესაძლოა მოკავშირის, საინტერესო თანამოსაუბრის, გონიერი მრჩეველის გარეშე დარჩეთ. შესაძლოა დაკარგოთ საიმედო მეგობარი და შეიძინოთ უპასუხისმგებლო და ქარაფშუტა.

თხის რქა
თქვენი მატერიალური წარმატების ალგორითმი მეტად მარტივია, რაც უფრო მეტს შრომოთ, მით უფრო მეტს გამოიმუშავებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური მხარე.

მერწყული
კარგი დროა ოჯახური განმარტოებისთვის. ამავე დროს დაძაბული მუშაობისთვის ძალები არ გეყოფათ. დროული იქნება შემოქმედებითი ხასიათი საქმიანობა, საღამოს შეძლებთ სტუმრების მიღებას სახლში.

თევზები
დღის ბოლო წარმატებებს მოგიტანთ. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. დღევანდელი დღე ხელმძღვანელობასთან პრობლემების გასარკვევად არ გამოგადგებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0