20 აპრილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს

18/04/2023

პარლამენტი 20 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0