შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი – წყალტუბო – ცაგერი – ლენტეხი – ლასდილის საავტომობილო გზაზე 2 პროექტად, ჯამში 24 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ჭველიერში იწყება და გადის სოფლებს: თეკალი, ლეუშერში, ფანაგა, სასაში, ლემზაგორი, ჟახუნდერი, მელე და ბენიერი (ჩოლურისა და ლაშხეთის თემები). ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 1985 წლის მერე არ ჩატარებია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო.
პროექტის ფარგლებში მოგვარდება გზაზე არსებული პრობლემები და 24-კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, აღდგება ხელოვნური ნაგებობები და არსებული ხიდები, აშენდება 1 ახალი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბეტონის ღარები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები გაბიონები და კიუვეტები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილას მწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერსაშიშ ადგილებზე საპროექტო-გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისთანავე სარეაბილიტაციო სამუშაო განახლდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ამ დროისთვის მიწის სამუშაო, ხელოვნური ნაგებობების, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაო 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. ორივე მონაკვეთზე. პროექტის ჯამური ღირებულება 19 683 383 ლარია და სახელმწიფო ბიკუჯეტიდან ფინანსდება.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 24კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13/06/2018