ვერძი
ეცადეთ, სკანდალისტისა და მეწვრილმანეს იმიჯი არ შეიქმნათ გარშემო მყოფებში. საყვარელი ადამიანზე უსაფუძვლოდ ნუ იეჭვიანებთ.
კურო
დაზოგეთ დრო და ენერგია, მოერიდეთ აგრესიულობსა და კონფლიქტს. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას.
ტყუპი
თუ ხვდებით, რომ საქმე შედეგს არ მოგიტანთ, ნუ მოკიდებთ ხელს. გაინებივრეთ თავი გამაჯანსაღებელი პროცედურებით.
კირჩხიბი
ნუ გადაიტვირთებით მუშაობით. განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეს, ბავშვების აღზრდას.
ლომი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბიზნესი, საოჯახო ვალდებულებები, რემონტი… ეცადეთ, გვერდით გამოცდილი ადამიანები გყავდეთ.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, სამართალდამცველებთან.
სასწორი
სიფრთხილე გმართებთ პროდუქტების შეძენისას, ეგზოტიკური კერძების გასინჯვისგან. გადაიხადეთ ვალები, გადასახადები.
მორიელი
მოერიდეთ ეჭვიანობასა და აგრესიულობას ახლობლების მიმართ. ზომიერება გმართებთ ბიზნესპარტნიორებთანაც.
მშვილდოსანი
მეტი დრო და ენერგია უნდა მოახმაროთ სასურველის მიღებას. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური. გამოასწორეთ წარსულის შეცდომები.
თხის რქა
ენერგიული ხართ და არ გაგიჭირდებათ ვალდებულებების მოგვარება, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, უფროსთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თევზები
სიფრთხილე გმართებთ მგზვარობისას. ნუ იკამათებთ ნათესავებთან, მეზობლებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.