2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება,

06/07/2018

„2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან და, სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოფელ ჭუბერში მობილიზებული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0